English / ქართული / русский /
ანა კურტანიძენინო დარსაველიძე
ნადღი ფულით ანგარიშსწორების პრობლემები პანდემიის პირობებში და ფინტექის პოტენციალი

ანოტაცია. ბანკები ევროპაში XV საუკუნეში გამოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ეს ინდუსტრია თითქმის არ შეცვლილა. ნოუ-ჰაუმ არა მარტო შეცვალა მომხმარებელთან ურთიერთობა, არამედ ბანკირებიც აიძულა სხვა სახე მიეცათ თავიანთი ბიზნესის მოდელებისთვის. 1958 წელს Visa-მ შექმნა პირველი გადახდის სისტემა. ცხრა წლის შემდეგ ბარკლასის ბანკმა ლონდონში პირველი ბანკომატი დაამონტაჟა. XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ინტერნეტ და მობილური ბანკინგის ტრიუმფალური მსვლელობა, რის შედეგადაც 2008 წელს გამოჩნდა პირველი ონლაინბანკი დეტროიტში. მომდევნო წელს, ბლოკჩეინის წყალობით, ამბიციური „ბავშვი“ ბიტკოინი დაიბადა, რომელიც გამოწვევას უქმნის ფულის სამყაროს.

XXI საუკუნეში სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა პროგრესმა დააჩქარა ტემპი ბიომეტრიული ავტორიზაციის მასშტაბური ინვესტიციებით. Apple Pay და Samsung Pay სერვისების გაჩენისთანავე გაქრა პლასტიკური საბანკო ბარათების მოთხოვნილება. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონიდან. სმარტფონებმა ძირეულად შეცვალა ტრანსფერებისა და დასახლებების ინფრასტრუქტურა.

საკვანძო სიტყვები: ბანკები, ფინანსური ტექნოლოგიები, ფინტექი, საკრედიტო ბარათები, Neobanks-ი.

                  

 

შესავალი

პანდემიის დროს სახელმწიფოებმა ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელეს. გადაიდგა საგანგებო  ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით – ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსათვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) პროგრამის გაფართოება  და სავალუტო ინტერვენციის ახალი მექანიზმების ამოქმედება.

 

ძირითადი ნაწილი

პატარა neobanks-ს შეუძლია ისეთი პროდუქტების შეთავაზება, როგორიც გიგანტურ ბანკებს: დაზღვეული შემნახველი ანაბრები, საანგარიშო ანგარიშები სადებეტო ბარათებით, ბანკომატები, საკრედიტო ბარათები, სავალუტო ოპერაციები და ქაღალდის ჩეკებიც.

Neobanks-ი ამიტომაც გახდა საფრთხე ტრადიციული ბანკებისათვის. ცხადია ერის მოლოდინი, რომ ეკონომიკა მკვეთრად შეიცვალოს. ნეობანკები და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება შეცვლიან თამაშის წესებს.

ადრე ტრადიციული საცალო ბანკები კონკურენტებად  მხოლოდ ერთმანეთს მიიჩ­ნევდნენ,  დღეს უკვე ვლინდება სხვა სურათი. ადრე Fintech-ი განიხილებოდა, როგორც პოტენციური საფრთხე ბანკებისთვის და, ზოგადად, საბანკო ინდუსტრიისთვის. თამაშში  ფინტექის გამოჩენამ და დრომ მოიტანა თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის საჭიროება კლასიკურ ბანკებსა და Fintech-ს შორის. მართალია, ახლა უკვე საუბარია თანამშრომლობაზე და ურთი­ერთსარგებელზე, ვინაიდან Fintech კომპანიებს შეუძლიათ დაეხმარონ ბანკებს კონკრეტული მომსახურებით, გადაწყვეტილებებით და კლასიკურ ბანკ Fintech-თან პარტნიორობით. ორგანიზაციების რისკების შეფასება ფინანსური დანაშაულების პრევენციასთან, მმართვე­ლობასთან, სანქციებთან, კორუფციასთან და რეპუტაციასთან. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძ­ლებელია ინტერნეტით, ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ტერმინი – Insight Driven Organization (IDO) ცოდნაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყენებს ანალიტიკას, მონაცემებს.

Fintech კომპანიები მოქნილი და ადაპტირებადია, მაგრამ ტრადიციული ბანკები ასევე ინვესტირებას ახდენენ ტექნოლოგიებში და აფართოებენ ციფრული საბანკო მომსახურებებსა და შეთავაზებებს. ზოგადად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფინანსური ტექნოლოგიები ვითარდება და უფრო ეფექტური ხდება. ამას განაპირობებს კონკურენცია Fintech კომპანიებსა და ტრადიციულ საბანკო სექტორს შორის. Fintech-ი ტრადიციულ ბანკებს ზრდისა და გაუმჯობესებისკენ უბიძგებს, რაც მომხმარებლებისთვის ძალზე მოსახერხებელია, რადგან ახალი გადაწყვეტილებები და იდეები ხელს უწყობს მომხმარებლის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას. Fintech (ფინანსური ტექნოლოგია) ტექნოლოგიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებებსა და კომპანიებს ეხმარება ბიზნესის ფინანსური ასპექტების მართვაში,  მოიცავს: პროგრამულ უზრუნველყოფას, პროგრამებს, პროცესებსა და ბიზნესმო­დელებს.

ფინანსური მომსახურებით Fintech-ი მაქსიმალურად ახლოს არის მომხმარებელთან, რადგან ის საფუძვლად უდევს ყველა ონლაინ ოპერაციას – ფულადი გზავნილებიდან კომუნალური გადასახადების ჩათვლით. ეს იდეა ფრენკ მაკნამარას ეკუთვნის, მაგრამ 1950 წელს მან იგი დაუკავშირა მხოლოდ გართობისა და მოგზაურობის საფასურის გადახდას.

2008 წლის მსოფლიო კრიზისი ერთგვარი კატალიზატორი გახდა, რადგან დააჩქარა ცვლილებები საბანკო სექტორშიც. ხალხმა დაკარგა ტრადიციული ბანკების ნდობა. კორპორაციებმა ნდობა გამოუცხადეს fintech-ს და აღმოჩნდა რომ სმარტფონები, მობილური ინტერნეტი  და ფინანსური ტრანზაქციები  პროგრესული მიდგომებია, რომელთა საშუალებით ფინანსური ოპერაციები და სესხის გაცემა შესაძლებელია ბანკების მონაწილეობის გარეშეც.  თანხების გადარიცხვაც კი შესაძლებელია ბანკების გვერდის ავლით მარტივი ავტორიზაციის  მობილური პლატფორმების გამოყენებით: unicorns: neobank Revolut, TransferWise Klarna, Wealthtech.  ამის გარდა, B2B  fintech  მიზნად ისახავს ბიზნესში მონაცემთა გაცვლას. ფინანსური ტექნოლოგიები საქართველოშიც უნდა განვითარდეს და ეკონომიკურ ბაზარზე ქვეყანამ უნდა ისარგებლოს ფინანსური ტექნოლოგიებით. ინოვატორი და ეკონომიკურად და ტექნოლო­გიურად განვითარებული ქვეყანის იმიჯი ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზეა დამოკი­დებული.

ფინანსური ტექნოლოგიები ფინანსურ ტრანზაქციებს მარტივს და ხელმისაწვდომს ხდიან. მათი მეშვეობით აღარ იქმნება ბანკებთან თანამშრომლობის საჭიროება და ბიზნესი ითანამშრომლებს რა ასეთ სტარტებთან, შუამავლის ანუ ბანკის აუცილებლობა მოიხსნება. ადრე, როდესაც ბანკებს არ ჰყავდათ კონკურენტები, ისინი სარგებლობდნენ ამ უპირატესობით და მომხმარებელს ხშირად მისთვის წამგებიან პირობებს უყენებდნენ. მომხმარებელი, რომელსაც სხვა ალტერნატიული არჩევანი არ გააჩნდა, იძულებული იყო, მიეღო მისთვის არახელსაყრელი შემოთავაზებები, მაღალი ტარიფები, უამრავი დროის დამკარგავი პროცედურა.

მოსახლეობა იყენებს მობაილ ბანკინგის სერვისებს და იგი სტანდარტულ მომსახურებად არის ქცეული, მაგრამ  ამისთვის აუცილებელია ანგარიში ბანკში, რაც მისი მთავარი ნაკლია, ხოლო ფინტექები მომხმარებლებს უკეთეს პირობებს სთავაზობენ – სესხების ონლაინ აღებაც კი არცერთ ეტაპზე არ საჭიროებს  ბანკის ჩართულობას. შედეგად  იზოგება  დრო, პროცესი ავტომატიზებულია და არ სჭირდება  ბიუროკრატიული დონეების გავლა, მარტივია სხვა ქვეყანაში თანხის გადარიცხვის პროცედურაც.

პანდემიის დროს ფულის ფიზიკური გამოყენება დაბალ მაჩვენებელზე იყო. 

ნაღდი ფული ვირუსის გადამტანად მიიჩნეოდა. ადამიანები ფულის ფიზიკურ გამოყენებას ერიდებოდნენ  და მისი ალტერნატივა გახდა უკონტაქტო ბარათები.

ბიზნესიც ერიდებოდა მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას.

უნაღდო ანგარიშსწორება აუცილებლად ნიშნავს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას. მაგრამ პრობლემაა  დაბალი ხარისხის wi-fi კავშირი.

ელექტრონული გადახდები  სწრაფია და ამცირებს სხვა პირთან მჭიდრო კონტაქტის საჭიროებას, რაც  განსაკუთრებით ეფექტური იყო კორონავირუსის პანდემიის დროს.

სწრაფი ტრანზაქციები ნიშნავს ნაკლებ დროში მეტ მომხმარებელს და აადვილებს  ფულის მოძრაობის მართვას.

ვირტუალური ბანკები თვლიან, რომ ტრადიციული ბანკები და ფინტექ კომპანიები პარტნიორებად იქცევიან და ფინტექს არა საფრთხედ, არამედ ახალ შესაძლებლობად განიხილავენ.[1]

 დღეს როგორც ტრადიციულ, ისე ციფრულ ბანკებზე  მომხმარებელთა ზეწოლა კომფორტისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე.[2]

 

დასკვნა

რეცესიები ინოვაციებს იწვევს. ფინტექმა  2008 წლის კრიზისის დროს სიახლე შემო­იტანა და მისი მომავალი და საჭიროება, დღეს უკვე კარგად გამოჩნდა, მაგრამ კორო­ნავირუსის ეპიდაფეთქებამ სურათი რამდენადმე შეცვალა და, CB Insights-ის კვლევის მიხედვით, ფინტექ კომპანიებთან გარიგებების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.

ვირტუალური ბანკები, თავის მხრივ, ემხრობიან ტრადიციული ბანკებისა და ფინტექ-კომპანიების თანამშრომლობის იდეას. ფინტექი, როგორც ბანკის კონკურენტი, გვთავაზობს  ახალ ტექნოლოგიებს უფრო ჭკვიანი ფინანსური სერვისების შექმნის მიზნით. ეს სერვისი უფრო გაამარტივებს  მომხმარებლებისთვის ახალი და მიმზიდველი ინოვაციების მიწოდების პროცესს. ეს სტრატეგია არის პლატფორმებზე გონივრული და უსაფრთხო გადახდის გადაწყვეტილებების შეთავაზება.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://forbes.ge/blog/366/uqmnis-Tu-ara-finteqi-safrTxes-finansuri-bazrebis-monawileebs
  2. www.next.on.ge
  3. https://www.fintech.ge/news/details?id=71
  4. https://www.finextra.com/newsarticle/37130/uk-govt-programme-looks-to-connect-global-banks-with-british-fintechs
  5. https://www.finextra.com/newsarticle/37125/brits-still-wary-of-trusting-neobanks
  6. https://www.crunchbase.com/organization/finextra
  7. https://www.aof.org.hk/docs/default-source/hkimr/applied-research-report/fintechrep.pdf


[1] https://www.finextra.com/newsarticle/37130/uk-govt-programme-looks-to-connect-global-banks-with-british-fintechs

[2] https://www.finextra.com/newsarticle/37125/brits-still-wary-of-trusting-neobanks